მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა

61d68f9916245
მარიამ ადამია
06.01.22 10:36
1138
ჩოგბურთის ვარსკვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა გაუუქმდა. სპორტსმენი რამდენიმე საათის განმავლობაში მელბურნის აეროპორტში ელოდებოდა მესაზღვრეების პასუხს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ის არ აკმაყოფილებდა შესვლის წესებს. მიზეზად კორონავირუსის წინააღმდეგ ჯოკოვიჩის აუცრელობა სახელდება. ამის შემდეგ ჯოკოვიჩი სამთავრობო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს, ხოლო მისმა ადვოკატებმა სასამართლოში სასწრაფოდ საჩივარი შეიტანეს. 

როგორც BBC წერს, სერბ მოთამაშეს ამ დრომდე არ უსაუბრია ვაქცინაციის სტატუსზე, მაგრამ გასულ წელს განაცხადა, რომ "ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო". მან თქვა, რომ ის ორი დამოუკიდებელი სამედიცინო კომისიის მიერ აცრის ვალდებულებისგან გათავისუფლებულია, მაგრამ ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა, დუბაიდან ჩასული სპორტსმენი ქვეყანაში მაინც არ შეუშვა, რადგან ეს მათთვის საკმარისი მტკიცებულება არ აღმოჩნდა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა აღნიშნა, რომ არავინ დგას ქვეყნის წესებზე მაღლა.

ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაცია იტყობინება, რომ ფედერალურმა საოლქო სასამართლომ ჯოკოვიჩის სასამართლო განხილვა ადგილობრივი დროით, 18:00 საათამდე გადადო.

თავად ჯოკოვიჩი მელბურნის კარლტონის გარეუბანში მდებარე სასტუმროშია მოთავსებული, რომელიც იმიგრაციისთვის გამოიყენება.

ჯოკოვიჩის მიმართ "ასეთმა მოპყრობამ" უკმაყოფილება გამოიწვია სერბეთში. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ ვარსკვლავი "შევიწროების" მსხვერპლი იყო და "მთელი სერბეთი მხარს უჭერს მას”.

შეგახსენებთ, რომ სპორტსმენი ავსტრალიაში ღია პირველობაზე სათამაშოდ ჩავიდა, რომელიც 17 იანვარს მელბურნში დაიწყება და რომელიც ჯოკოვიჩს ცხრაჯერ აქვს მოგებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები