ზედიზედ ათჯერ გამკაცრების შემდეგ, ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა. კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი ისევ 3.6%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა.
ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, ქვეყანაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქამდე შენარჩუნდება, სანამ ინფლაციური წნეხი არ დაიძლევა და სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია არ შენელდება.
ცნობისთვის, წლიური ინფლაციის დონე ავსტრალიაში 8%-ის ფარგლებშია, რაც გასული 30 წლის უმაღლესი მაჩვენებელია. ფასების ზრდა, სხვა დასავლური სახელმწიფოების მსგავსად, ენერგორესურსებისა და სურსათის გაძვირებითაა გამოწვეული.
ანალიტიკოსების შეფასების, ცენტრალური ბანკის მომდევნო შეხვედრაზეც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დარჩება, ამის შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდეს და ცენტრალური ბანკიც მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შემსუბუქების სტრატეგიაზე გადაერთოს.