მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიის ტყის ხანძრები კოსმოსიდანაც ჩანს - ხანძრის ამსახველი ფოტოები

5e10e56e2edae
შოთა ტყეშელაშვილი
04.01.20 23:01
5899
ავსტრალიაში რეკორდული მასშტაბის ტყის ხანძრები არის გავრცელებული. სტიქიის გამო 5 მილიონი ჰექტარი ტყე განადგურდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა. ხანძრებს 23 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. 

ქვეყნის პრემიერმინისტრის, სკოტ მორისონის გადაწყვეტილებით, ტყის ხანძრების ჩაქრობაში 3000 სამხედრო ჩაერთვება. არსებულ მდგომარეობას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

ავსტრალიის ტყის ხანძრების ამსახველი ფოტოები:





















გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები