მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილის ევაკუაციის საფასური 60–დან 150–ლარამდე იზრდება – თბილისის მერიის გადაწყვეტილება

62440c80a4557
სალომე მეცხვარიშვილი
30.03.22 11:51
1395
თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასური იზრდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს.

აქამდე ევაკუაციის ფასი 60 ლარს, ხოლო ყოველდღიური დგომის ფასი 10 ლარს შეადგენდა.

ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები