მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახლა როსტოვში შევდივართ... ბოლომდე მივდივართ“ – „ვაგნერის“ ლიდერი

64962def70788
თელარა გელანტია
24.06.23 03:40
2361
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის და ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, „ვაგნერმა” სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და რუსეთის ქალაქ როსტოვში შედიან.

როგორ BBC-ის რუსული რედაქცია წერს, ინფორმაცია პრიგოჟინის პრესსამსახურმა “ტელეგრამ“ არხში გაავრცელა.

„ამ მომენტისთვის სახელმწიფო საზღვარი ყველა ადგილას გადავკვეთეთ. მესაზღვრეები ჩვენთან მოდიოდნენ და ჩვენს მებრძოლებს ეხუტებოდნენ. ახლა როსტოვში შევდივართ.

ჩვენ წინ მივდივართ, ბოლომდე მივდივართ“, - აცხადებს პრიგოჟინი აუდიომიმართვაში, თუმცა როგორც BBC წერს, ამის დამადასტურებელი არც ფოტო და არც ვიდეომასალა ჯერ არ ვრცელდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბთან სამხედრო ბკოლპოსტები აღმართეს.

ცნობისთვის: გუშინ, 23 ივნისს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა აუდიომიმართვა გაავრცელა, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა. „ჩვენ 25 ათასნი ვართ და მოვდივართ, რათა გავარკვიოთ, რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“, - აცხადებდა პრიგოჟინი აუდიოჩანაწერში. მისივე თქმით, “ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია“. თავის მხრივ, „ეფესბემ“„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინზე, სამხედრო გადატრიალებისკენ მოწოდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები