აზარტული თამაშების მალაიზიური გიგანტი Genting Group-ი ლას-ვეგასში $4.3 მილიარდს აბანდებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Genting Group-ი თანამშრომლობას Hilton Worldwide-თან განიხილავს.
პროექტის ფარგლებში, კომპანიები დამსვენებლებს სასტუმროს 3,500 ნომერს შესთავაზებენ. იქვე განთავსდება 5,000-მდე მაყურებელზე გათვლილი კინო-თეატრი, მსოფლიოში ყველაზე დიდი LED ეკრანებით.
გამოცემა წერს, რომ ლას-ვეგასი კორონავირუსის პანდემიის გამო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქია, თუმცა მარტსა და აპრილში სტუმრების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 27%-ით ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებლებს.
ამასთან, BBC წერს, რომ ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით თითქმის 50%-ით არის გაზრდილი.