მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტული თამაშების სექტორმა მთავრობასთან არალეგალური სისტემების კონტროლის საკითხი დასვა

6329d37ca061b
BM.GE
20.09.22 21:35
753
აზარტული თამაშების სექტორმა მთავრობასთან არალეგალური სისტემების კონტროლის საკითხი დასვა.

საქმე ისაა, რომ 2022 წლის პირველი მარტიდან საქართველოში 1.4 მილიონ ადამიანს აზარტული თამაშები აეკრძალა. საუბარია 18-დან 24 წლის ჩათვლით პირებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულებზე, რომლებზეც 2021 წელს მიღებული ცვლილებებით თამაშების აკრძალვა გავრცელდა. ამავე კანონით, აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირება და სპონსორობაც.

ასევე განისაზღვრა ნორმები, რომლებსაც ამ პირებისთვის ხელი უნდა შეეშალა, უცხოურ აზარტულ პლატფორმებზე გადასულიყვნენ. თუმცა, როგორც აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა BMG-სთან განაცხადა, კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებაა საჭირო, რათა საქართველოდან ასობით მილიონი ლარის უცხოურ სისტემებში გადინება არ მოხდეს.

მისივე განცხადებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ დუნდუასთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე იმ გზებზე იმსჯელეს, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს ამ მხრივ კონტროლის გაუმჯობესება შეუძლია. მამულაიშვილის განმარტებით, მათ მთავრობას ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდეს.

“ფინანსთა სამინისტროსთან განხილვის საკითხი იყო, რომ კონტროლი გამკაცრებულიყო არალეგალურ სისტემებზე ჩართვის მიმართულებით. თხოვნა და მიმართვა იყო ის, რომ ჩვენთან ერთად სამუშაო ჯგუფი შექმნილიყო, რომელიც იმუშავებდა უცხოურ საიტებზე თანხების გადარიცხვის შეზღუდვებზე და მათ რეკლამაზე, რადგანაც საკმაოდ გავრცელებულია უკვე უცხოური საიტების შემოსვლა.

ნურავის აქვს ილუზია, რომ მათ ვისაც შეეზღუდა თამაში, მათ შეწყვიტეს აზარტული თამაშებში ჩართულობა. ადამიანი ყოველთვის ცდილობს რაღაც გამოსავლის მოძებნას, მარტივ ლოგიკას რომ გავყვეთ მომხმარებელთა 18% რაც მოაკლდა აზარტული თამაშების ქართულ ოპერატორებს, მათ გადაინაცვლეს უცხოურ საიტებზე,”- განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები 1 მარტიდან ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები