მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბატარეებისა და ელექტრომოწყობილობების ნარჩენის ჩაბარების პუნქტებს მალე გავხსნით - ნარჩენების მართვის ასოციაცია

6481e3eb7adcd
ანუკა ჯოხაძე
08.06.23 22:00
1057
2023 წლიდან მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შესაბამისმა ორგანიზაციებმა ნარჩენების შეგროვების პროცესი დაიწყეს. საქმე ეხება ელექტრონული მოწყობილობების, აკუმულატორების, ბატარეების, მეორადი ზეთებისა და მეორადი საბურავების ნარჩენს, რომლის შეგროვებისა და შემდგომ უკვე გადამუშავების ვალდებულება ბიზნესს გასული წლის ივლისიდან წარმოეშვა.

როგორც ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, ყველაზე რთული ელექტრონული მოწყობილობების, ბატარეების ამოღების პროცესია.

ნარჩენების მართვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათ ორგანიზაციაში შემავალ კომპანიებთან, რომლებიც ელექტრონული მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ უახლოეს პერიოდში შესაბამისი ბრენდირებული ყუთები განთავსდება, სადაც ბატარეებისა და ელექტრონული ნარჩენი მიტანა მოსახლეობასაც შეეძლება.

ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი გულიაშვილი ამბობს, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ მნიშვნელოვანი როლი აქვს საინფორმაციო კამპანიასაც, რომ მოსახლეობამ ზუსტად იცოდეს, სად, რატომ და როგორ უნდა მოიტანოს წარმოქმნილი ნარჩენი.

“ძალიან მნიშვნელოვანია არის საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ამ რეფორმის სწორად ჩატარების. რა თქმა უნდა საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს მიბმული ინფრასტრუქტურასთან. როგორც კი შესაბამის ბრენდირებულ ურნებს განვათავსებთ მაშინვე დავიწყებთ ამ კამპანიის წარმოებას.

მომხმარებელი რომელიც ტექნიკის მაღაზიაში ახალ ნივთს შეიძენს მათ საშუალება ექნებათ, რომ ძველი ნივთი მოიტანონ და ჩააბარონ. პლუს გვექნება ასეთი სერვისი, რომ მოცულობითი ელექტრო მოწყობილობები თუ აქვს მომხმარებელს სახლში და ვერ ახერხებს ჩამბარებელ პუნქტში ტრანსპორტირებას ვერ ახერხებენ შეეძლებათ, რომ ჩვენ დაგვიკავშირდნენ, ჩვენ მივაკითხავთ და წამოვიღებთ ამ ნივთს.”-ამბობს გიორგი გულიაშვილი.

ცნობისთვის, ჯერჯერობით ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა როდის დამტკიცდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში დარჩენილი კიდევ ორი რეგლამენტი- ესაა მეორეული ავტომობილების და შესაფუთი ნარჩენების შესახებ კანონქვემდებარე აქტები. რეფორმის ფარგლებში შექმნილი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მეორეული ავტომობილების რეგლამენტი პარლამენტმა წესით მიმდინარე წელს უნდა მიიღოს, ხოლო რა ბედი ეწევა შესაფუთი ნარჩენების შესახებ რეგლამენტს, ჯერ ბიზნესს კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე არ აქვს. არადა შესაბამის რეგლამენტზე მუშაობა 2019 წლიდან მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები