მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO: საქართველოში მონაცემთა მეცნიერებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა

625cfea905206
მარიამ ადამია
18.04.22 23:40
829

მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის მონაცემები გროვდება, მათ გაანალიზებას კი, სულ უფრო მეტი მეცნიერი სჭირდება. მონაცემთა მეცნიერის მიზანია, კომპანიას საშუალება მისცეს, რომ გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაფუძნებით მიიღონ და არა სუბიექტური, ადამიანური აღქმების მეშვეობით. ასეთი გადაწყვეტილებები, კომპანიას დროს და რესურსს უზოგავს, თუმცა დღეს ქვეყანაში მონაცემთა მეცნიერის კუთხით, კვალიფიციური კადრების სერიოზული პრობლემაა. ამის შესახებ, bmg-თან, BDO დიჯიტალის მონაცემთა ინჟინერმა და მონაცემთა ლაბორატორიის ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა, გიორგი გიგოლაშვილმა ისაუბრა.

“მონაცემთა მეცნიერის პროფესია, განსაკუთრებით მოთხოვნადი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახდა, ამის მიზეზი, თანამედროვე ქლაუდ ტექნოლოგიების გაძლიერებამ და მათი საჭიროების გაზრდამ განაპირობა, ვერ ვიტყვით რომ საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით სჭირდებათ კომპანიებს მონაცემთა მეცნიერები, თუმცა იმდენად ცოტა გვყავს, რომ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ პროფესიას ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს, რომელიც თავის მხრივ მონაცემებზე დაფუძნებით მუშაობს, მონაცემებს კი ადამიანები, მეცნიერები მართავენ და მათზე მოთხოვნა მომავალში კიდევ ათჯერ გაიზრდება”, - ამბობს გიორგი გიგოლაშვილი.

მისივე თქმით, თუკი აქამდე მხოლოდ დიდ კომპანიებს სჭირდებოდათ მონაცემთა მეცნიერები, ახლა ბიზნესს, რომელსაც სწორი გადაწყვეტილების მიღება სურს, იქნება ეს საბანკო სექტორი, თუ სატელეკომუნიკაციო კომპანია, კვალიფიციურ კადრს, მონაცემთა მეცნიერს ეძებს, თუმცა მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა, კადრის პოვნა მაინც უჭირთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები