მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრად ნაკლები თანხის გადახდა დაგვეკისრა, ვიდრე მოთხოვნილი იყო - მიქაუტაძე Inter Rao-ზე

63ecd678642df
შოთა ტყეშელაშვილი
15.02.23 17:05
1208
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. დავა 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა. დავის შესახებ მთავრობიდან BMG-სთან პირველი განმარტება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოსთვის დაკისრებული თანხა ბევრად ნაკლებია 200 მილიონ დოლართან შედარებით, რასაც კომპანია ითხოვდა.

“წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ეს დავა. დამოუკიდებელი არბიტრაჟის გადაწყვეტილება უკვე არსებობს და ხელმისაწვდომია. უნდა ითქვას, რომ თავის დროზე, როდესაც ძირითადი ხელშეკრულება გაფორმდა, არ მახსოვს ეს იყო 2006 თუ 2007 წელი, ამის შემდგომ მოყოლებული პროცესი არის, რომელიც არბიტრაჟში დასრულდა, მნიშვნელოვნად ნაკლები თანხის დაკისრება მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ეს იყო მოთხოვნილი. მოთხოვნილი იყო 200 მილიონ დოლარზე მეტი. ჩვენ ასე ვთქვათ იმ ფარგლებში დავიცავით ჩვენი ინტერესები და ვთვლით, რომ თავის დროზე ტარიფების გარკვეული არგაზრდით ჩვენმა მოსახლეობამ შესაბამისი ბენეფიტი მიიღო,”- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

ინფორმაციისთვის, Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2".

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.

როგორც თავად “თელასის” 2012 წლის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომ Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები