მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინი გუშინდელი გაუფასურების შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა

60366037b96a7
ნათია თაქთაქიშვილი
24.02.21 21:37
786
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვლუტა ბიტკოინი გუშინდელი გაუფასურების შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. დღეის მდგომარეობით ვირტუალური ვალუტის ღირებულებამ 50,000 აშშ დოლარს კვლავ გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ბიტკოინის ფასის ზრდა ჯეკ დორსის კომპანია Square-ის მიერ 170 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძინას უკავშირდება.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიის ქმედება Twitter-ისა და Square-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობითაა განპირობებული.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ვირტუალური ვალუტა ბოლო 48 საათში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. მისმა დანაკარგმა 10,000 აშშ დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 48,000 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც რამდენიმე დღის წინ კრიპტოვალუტის ფასი 58,200 აშშ დოლარს უტოლდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები