მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბითკოინი უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე არგენტინა - მკვლევარები

60242e19c72d8
თამთა ჯიჯავაძე
11.02.21 00:00
1953
ბითკოინი უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე არგენტინა. ამის შესახებ კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

კრიპტოვალუტის „მაინინგი“ დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს, გამომდინარე იქიდან რომ პროცესში საჭიროა მასშტაბური კომპიუტერული გამოთვლები.

როგორც კემბრიჯელი მკვლევარები ამბობენ, კრიპტოვალუტა წელიწადში 121.36 ტერავატ საათ ენერგიას მოიხმარს, მაშინ როდესაც არგენტინა 121 ტერავატ საათ ელენერგიას მოიხმარს, ნიდერლანდები - 108.8 ტერავატ საათს, ნორვეგია - 122.2 ტერავატ საათს, ხოლო გაერთიანებული საამიროები - 113.2 ტერავატ საათს.

ცნობისთვის, ბითკოინის ფასმა მიმდინარე კვირას მორიგი რეკორდი მოხსნა და $48 000-ს მიაღწია. ფასის მატება Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებამ განაპირობა, სადაც მან თქვა რომ $1.5 მილიარდის ინვესტირებას აპირებს ბითკოინებში, რომელსაც კომპანია სამომავლოდ გადახდის საშუალებად გამოიყენებს.

ბითკოინის ფასის ზრდა კი კიდევ უფრო მეტად ახალისებს ე.წ მაინერებს, რომლებიც ცდილობენ უფრო და უფრო მეტი კრიპტოვალუტა გამოიმუშავონ, რასაც კიდევ უფრო დიდი რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდება. ამგვარად ფასის ზრდასთან ერთად იზრდება ელენერგიის მოხმარებაც.

მკვლევარების თქმით, ეს ტენდენცია შენარჩუნდება მანამ, ვიდრე ბითკოინის ფასი მნიშვნელოვნად არ დაიკლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები