მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი პრობლემას ხედავს, რომ ახალი რეგულაციის გამო დამატებით კადრების აყვანა უწევს - აბუთიძე

63ee3f7fa639b
BM.GE
17.02.23 00:05
1262
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სპეციფიკური სამუშაოების ნუსხა შემცირდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, 48-საათიან სამუშაო გრაფიკს, მხოლოდ ის დარგები დაექვემდებარება, რომელთათვისაც აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი და ემსახურება საზოგადო სიკეთეს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, სამუშაო დრო, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, რაც საერთაშორისოდ აღიარებული, ევროპული პრაქტიკაა. 40 საათზე მეტი ნამუშევარი საათები კი მთავრობის დადგენილებით ზეგანაკვეთურად ითვლება, რაც შესაბამისი წესით ანაზღაურებას ითვალისწინებს.

საკითხზე საქმიანი დილის ეთერში ისაუბრა „დამსაქმებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ აბუთიძემ, რომელმაც თქვა, რომ ბიზნესისთვის გარდამავალი პერიოდი უნდა მიეცათ იმისთვის, რომ ახალ წესებზე გადაწყობა მოესწრო.

„ბიზნესის არგუმენტაცია ძირითადად არის ის, რომ კადრების მოძიება ისედაც უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სექტორში ხელფასების ზრდის ტენდენციაა, მაგალითად რითეილ-სექტორში, მაინც მიუხედავად ამისა, სულ ხდება აპელირება, რომ კვალიფიციური კადრები ჭირს. მაღალია კადრების გადინებაც. ამ პირობებში იმის დავალდებულება მთავრობისგან, რომ დამატებით გახდება საჭირო კადრების მოძიება, ამაში ძალიან დიდ პრობლემას ხედავს ბიზნესი“, - განაცხადა ნიკოლოზ აბუთიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები