გარიგების შედეგად, BlackRock-ი Emerson Climate Technologies-ის 55%-იან წილს მიიღებს. თავად ზემოხსენებული კომპანია ინდუსტრიულ მაცივრებს, კონდიციონერებს, გამათბობლებსა და კლიმატკონტროლის მოწყობილობებს აწარმოებს და აშშ-ის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია.
Emerson-ის წარმომადგენლობის განმარტებით, მიღებულ თანხას კომპანია ახალი პროდუქტების შექმნაზე და ავტომატიზაციის პროცესის დაჩქარებაზე გამოიყენებს.
რაც შეეხება BlackRock-ს, ის მსოფლიოს უმსხვილესი მრავალპროფილური ჰოლდინგია, რომელიც ასობით ინდუსტრიულ ბიზნესს ფლობს, უშუალოდ Emerson Climate Tech-ის წილის შეძენა კი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კომპანიის "მწვანე" სტრატეგიის ნაწილია.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.