მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Block Energy-მ საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვება გაზარდა - შედეგები

64ad22ce4a394
ნინო ტაბატაძე
11.07.23 18:04
4071
კომპანია Block Energy-მ, რომელიც საქართველოში რამდენიმე სალიცენზიო ბლოკზე, ნავთობისა და გაზის ძებნა/მოპოვებას ახორციელებს, წარმოების გაზრდაზე აცხადებს.

კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტორებისთვის მეორე კვარტლის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, აპრილ-ივნისში 60 400 Mboe ნავთობისა და გაზის მოპოვება მოხდა, მათ შორის, 48 500 ბარელი ნავთობი და 11 900 ბარელი ნავთობის ეკვივალენტი გაზი იყო. აღსანიშნია, რომ მოპოვება პირველ კვარტალთან შედარებით, 1.6-ჯერ არის გაზრდილი.

რაც შეეხება რეალიზაციის მონაცემებს. მეორე კვარტალში, Block Energy-მ 2.56 მლნ დოლარის 36 ათასი ბარელი ნავთობის და 266 000 დოლარის 50.3 მლნ კუბ. ფუტის გაზი გაყიდა.

Block Energy დამატებითი ჭაბურღილების გაბურღვასაც გეგმავს. შეგახსენებთ, ბრიტანულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ პატარძეულთან ახლოს, სამხრეთ-დასავლეთით, ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები