მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: პესო მკვეთრად გაუფასურდება

5db2a1b9dd54b
მიხეილ ხაჩიძე
25.10.19 22:40
1977
არგენტინული პესო უახლოეს თვეებში კიდევ 50%-ით გაუფასურდება - მსგავს დასკვნას ბიზნეს-პორტალ Bloomberg-თან სავალუტო ბაზრის ანალიტიკოსი მარცინ ლიპკა აკეთებს. სპეციალისტის განცხადებით, პესო ყველაზე მეტად გაუფასურდება და უახლოეს პერიოდში $1 ფასი 100 არგენტინული პესო გახდება. სავალუტო ბაზრის ანალიტიკოსი არგენტინის ეროვნულ ვალუტას ვენუსუელური ფულის ბედს უწინასწარმეტყველებს.


როგორც Bloomberg-ი ანალიტიკოსზე დაყრდნობით წერს, სხვა ვალუტებს მკვეთრი ცვლილება არ ემუქრებათ. აშშ დოლარი კი, კვლავ სტაბილურობას განაგძრობს.


აღსანიშნავია, რომ არგენტინაში პესოს კურსი 23 ოქტომბერს 7 წლის მინიმუმამდე დაეცა. 1$ ღირებულებამ 75,5 პესო შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ პესოს გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით, არგენტინაში სექტემბრიდან ამერიკული დოლარის ყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა. არგენტინის პრეზიდენტის მაურისიო მაკრის განკარგულებით, ზომები დროებითი იქნება და ისინი გაცვლითი კურსის დარეგულირებისთვის საჭირო და აუცილებელია, რათა ქვეყნის ეკონომიკამ ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს.


ახალი რეგულაციებით, დიდმა ექსპორტიორმა კომპანიებმა დოლარის ყიდვისა და ქვეყნის გარეთ ფულის გაგზავნისთვის ნებართვა არგენტინის ცენტრალური ბანკისგან უნდა მიიღონ. ამას გარდა, შეზღუდვები ფიზიკურ პირებზეც ამოქმედდა. არგენტინის მოქალაქეებს თვეში 10 000 დოლარის შეძენის უფლება მიეცათ.


არგენტინის ეკონომიკური არასტაბილურობის მთავარი გამომწვევი მიზეზი, საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვება გახდა. სწორედ ამის შემდეგ, ქვეყანაში საფონდო ბირჟები მინუსში წავიდა და პესოს კურსი რადიკალურად დაეცა. ქვეყნის ფინანსთა მინიტრმა ნიკოლას დუხოვნემ კი, ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო პოსტი დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები