მილიარდერი და Tesla-ს შემქმნელი ილონ მასკი ახალი სოციალური პლატფორმის შექმნის შესახებ Twitter-ზე აანონსებს. ამის მიზეზად თავად Twitter-ში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ასახელებს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
27 მარტს გამოქვეყნებულ ტვიტში მან აღნიშნა, რომ „სიტყვის თავისუფლება აუცილებელია დემოკრატიული პროცესებისთვის“ და ეჭვქვეშ დააყენა Twitter-ის პრინციპები. ამ თემაზე 25 მარტს, მასკმა ერთგვარი გამოკითხვაც ჩაატარა და Twitter-ზე საკუთარ მიმდევრებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით აზრი ჰკითხა. აქვე დაამატა რომ გამოკითხვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის შემდეგ ნაბიჯებსა და გეგმებზე. შედეგად გამომწერთა 70,4%-მა Twitter-ი გააკრიტიკა იმის გამო, რომ თავისუფალი სიტყვის პრინციპებს არ იცავს.
თებერვალში, ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.