მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMW-ს ///M დივიზიამ რეკორდული რაოდენობის ავტომობილები გაყიდა

63bfbb1a1a980
გიორგი თოლორდავა
12.01.23 12:15
692
კომპანია BMW-ს ///M ანუ Motorsport დივიზიამ გასულ 2022 წელს 177,000 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც 8.4%-ით მეტია წინა წლის შედეგზე და კომპანიის არსებობის ისტორიაში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

1972 წელს მიუნხენში დაფუძნებული Motorsport-ი BMW-ს კონგლომერატის შვილობილი კომპანიაა, რომელიც პრემიუმ-კლასის, მაღალი სიმძლავრისა და დინამიკურობის ავტომობილებს აწარმოებს. გარდა ამისა, BMW-ს სარბოლო ავტომობილებისა და ბოლიდების შექმნაზეც სწორედ ///M დივიზია მუშაობს.

BMW-ს მოდელების იერარქიაში Motorsport-ი მაქსიმალურ სიმძლავრეს და ტექნოლოგიურობას გულისხმობს, რის გამოც აღნიშნული მოდელები საბაზო ვერსიებთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო ძვირად ფასობენ. ცნობისთვის, ///M-ის ძირითად კონკურენტებს Mercedes-ის AMG და Audi-ს RS სერიები წარმოადგენენ.

///M-ის წარმატების მიუხედავად, 2022 წელი კომპანია BMW-სთვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა, გაყიდვების საერთო მოცულობა 4.8%-ით შემცირდა, რაც უმეტესწილად მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობით იყო განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს Motorsport-მა 50 წლის იუბილე იზეიმა და მსოფლიოს რამდენიმე ახალი მოდელიც წარუდგინა, მათ შორის იყო: ჰიბრიდული V8 ძრავით აღჭურვილი სუპერ-SUV – XM; ლეგენდარული 3.0 CSL-ის თანამედროვე რეინკარნაცია და რამდენიმე ელექტრომობილიცა და ლიმიტირებული სერიის CS მოდელიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები