მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

British Airways-ს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

5f8485e86ac8a
ნათია თაქთაქიშვილი
12.10.20 21:17
953
მსოფლიოში ცნობილი ავიკომპანია British Airways-ი აცხადებს, რომ მძიმე კრიზისის ფონზე, რომლის წინაშეც ავიაინდუსტრია დგას, კომპანია აღმასრულებელ დირექტორს ალექს კრუზს შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ალექს კრუზის ადგილს შონ დოილი დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ კრუზი აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე გარკვეული დროით დარჩება, მანამ სანამ დოილი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ოფიციალურად დაიკავებს.

როგორც გამოცემა წერს, British Airways-ს ხშირად აკრიტიკებენ ბოლო პერიოდში პანდემიის დროს გატარებული პოლიტიკის გამო, რადგან ავიაკომპანიამ 13 000 თანამშრომელი გაათავისუფლა, ხოლო თანამშრომელთა ნაწილს ანაზღაურება გაუნახევრა.

აღსანიშნავია, რომ British Airways-ის გარდა, გამოწვევის წინაშე დადგა დიდი ბრიტანეთის მთავარი აეროპორტი "ჰითროუც", რომელიც სექტემბერში მხოლოდ 1.2 მილიონ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტის მგზავრთანაკადი 82%-ით შემცირებულია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ ალექს კრუზი British Airways-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2016 წლიდან დღემდე იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები