მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“BUS LANE-ში ტაქსების დაშვება საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეაფერხებს”-MOTT MACDONALD

64b691dca03c0
ანუკა ჯოხაძე
19.07.23 00:30
775
დედაქალაქში საავტობუსე ზოლებში A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, რომელთა ავტომობილის წლოვანება 10 წელს არ აღემატება გადაადგილება დაშვებულია. ასევე თბილისის მერიის გადაწყვეტილებით BUS LANE-ში ტაქსის მძღოლებს მგზავრების ჩამოსმისა და აყვანის უფლებაც აქვთ. როგორც ამ მიმართულებით მომუშავე ექსპერტები ამბობენ, აღნიშნული გადაწყვეტილება რეფორმას, რომელიც ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისკენ არის მიმართული ზიანს აყენებს.

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MOTT MACDONALD-ის წარმომადგენელი მარკ სელინი ამბობს, რომ საუკეთესო პრაქტიკა აჩვენებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კარგი იდეა არ არის. მისი თქმით, მას შემდეგ რაც დედაქალაქში უფრო დიდი ტევადობის ავტობუსები შემოვა და საავტობუსე ზოლებში მოძრაობას დაიწყებს ტაქსებთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის საჭიროება დადგება.

“მთავარი რისკი არის ის რომ ავტობუსების ზოლებში ტაქსების დაშვებამ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვიოს. მას შემდეგ კი რაც ქალაქში უფრო მეტი ავტობუსი გამოჩნდება, რომელიც ავტობუსის ზოლში ივლის შეფერხებები უფრო მეტი იქნება. ამ კუთხით შეფერხება კი არ არის კარგი, რადგან ავტობუსს ბევრი ადამიანი გადაჰყავს.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს არ არის კარგი იდეა და მას შემდეგ, რაც ავტობუსის ზოლებში 18 მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდებიან ეს საკითხი შესაძლოა კიდევ ერთხელ საჭიროებდეს გადახედვას, თუმცა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.”-ამბობს MOTT MACDONALD-ის წარმომადგენელი მარკ სელინი.

ცნობისთვის, MOTT MACDONALD თბილისის მერიასთან უკვე წლებია თანამშრომლობს, ერთ-ერთი ბოლო სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც საკონსულტაციო კომპანიამ მოამზადა თბილისის ავტობუსების განვითარებას ეხებოდა. დოკუმენტის პრეზენტაცია დღეს თბილისის საკრებულოში შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები