მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცალკეულმა ქმედებებმა და რიტორიკამ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ იმუშავა - პრაისი

6357959ebb19f
მარიამ ვარადაშვილი
25.10.22 12:03
564
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე საქართველოზე ვრცლად ისაუბრა. კითხვაზე ჰქონდა თუ არა ვაშინგტონს უკრაინასთან კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესების საკითხზე, პრაისმა თქვა, რომ სანქციების დაწესება უკრაინის გადაწყვეტილება იყო.

“მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა გვაქვს უკრაინელ პარტნიორებთან. მე მათ გადავაბარებდი საუბარს ნებისმიერ სანქციაზე, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ დაწესებული. რაც შეეხება საქართველოს, ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან ევროკავშირის მიერ მოწოდებული რეფორმების კუთხით. ევროკომისიის რეკომენდაციებს ვგულისხმობ. გვსურს ამ პროცესში საქართველოსთან ვიმუშაოთ ევროპული მისწრაფებების გზაზე", - განაცხადა პრაისმა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჟურნალისტმა საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრის მიერ საქართველოში აშშ-ის ელჩის კრიტიკაზეც ჰკითხა. კერძოდ, დაინტერესდა აშშ-სთვის რამდენად შემაშფოთებელია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრების ეს განცხადებები.

“უკვე გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება იმ შემაშფოთებელ განცხადებებთან დაკავშირებით. ასევე გამოვხატეთ შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან მიმართებით. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ თუ უკანდახევამ უკუსვლა გამოიწვია. მათ შექმნეს შეფერხება ქართველი ხალხის აშკარა, უმრავლესობით მხარდაჭერილი ევრო-ატლანტიკური ასპირაციის გზაზე. ეს ქმედებები გვაშფოთებს, რადგან მათ ასევე გააღრმავეს პოლარიზება საზოგადოებაში იმის ნაცვლად, რომ გაეერთიანებინათ ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. პოლარიზაციის დონე ქვეყნისთვის ხელშემწყობი არ აღმოჩნდა. ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას იმ საჭირო რეფორმების მიმართულებით, რაც ევრო-ატლანტიკური მიზნებისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ზოგიერთმა ქმედებამ და რიტორიკამ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ იმუშავა”,-განაცხადა პრაისმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები