მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები კრიპტოვალუტებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ - Binance-ის CEO

6364f2171022b
გიორგი თოლორდავა
04.11.22 23:30
576
ლისაბონში გამართულ Web Summit-ზე მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტები (CBDC) კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ.

"შეიცავს თუ არა CBDC საფრთხეს Binance-ის და კრიპტოვალუტებისთვის? არა, ასე არ მგონია. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს საქმიანობას უფრო მეტ ვალიდურობას და აღიარებას ანიჭებს, რადგან საზოგადოება შეიტყობს, რომ ამ ტექნოლოგიით სახელმწიფოებიც კი სარგებლობენ", - განაცხადა ჟაომ.

ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი მუშაობს ციფრული ვალუტის შექმნაზე, იქნება ეს: აშშ-ის ფედერალური რეზერვი, ევროპის ცენტრალური ბანკი თუ ინგლისის ბანკი, მათ შორის, ციფრული ლარის შექმნაზე საქართველოს ეროვნული ბანკიც მუშაობს.

კრიპტო და ციფრულ ვალუტებს შორის რამდენიმე არსებითი განსხვავებაა, პირველი, რა თქმა უნდა, მათ ფუნდამენტურ თვისებას უკავშირდება, კრიპტოაქტივების უმეტესობა დეცენტრალიზებულია, CBDC კი პირიქით - სრულად ცენტრალიზებულია და უშუალოდ ექვემდებარება ქვეყნის ცენტრალური ბანკის კონტროლს.

გარდა ამისა, ციფრული ვალუტის ფასი ზუსტად იმეორებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, კრიპტოაქტივები კი საერთაშორისო ბირჟაზე თავისუფლად ივაჭრება, მათ უმეტესობას კი გარკვეული ფუნქციური დანიშნულებაც აქვს, მაგალითად: ეთერიუმზე, კარდანოსა და სოლანაზე ცალკეული ეკოსისტემების, NFT-ებისა და აპლიკაციების დაშენებაა შესაძლებელი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები