მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD-მექანიზმით გამოცხადებული პირველი აუქციონი კონკურენტულ გარემოში წარიმართება - რომეო მიქაუტაძე

63e9ec1565bb0
BM.GE
13.02.23 11:56
606
„მთავრობის მიერ დაანონსებული განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში სიმძლავრის აუქციონი გამოცხადდა. ის წარიმართება კონკურენტულ, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობილ გარემოში, რაც უზრუნველყოფს სამართლიანი ფასის მიღებას როგორც ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, მხარდაჭერის სქემა მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ადგილობრივი რესურსების ათვისება, ინვესტიციების მოზიდვა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე.

შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები