მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეჩნები კორონავირუსს ნივრით ებრძვიან

5e5e587d6c608
ნათია თაქთაქიშვილი
04.03.20 00:00
1213
ჩეჩნეთში ყოველწლიურ ფესტივალს დაახლოებით 20,000-მდე ადამინი ეწვია ველური ნივრის ნახარშის დასაგემოვნებლად. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ფესტივალის მონაწილენი უშუალოდ არიან ჩართულნი ნახარშის მომზადებაში და თან ტრადიციული ცეკვებით გაფორმებულ სანახაობას ადევნებენ თვალს.

„ნიორში ნამდვილად არის დიდი რაოდენობით ვიტამინი, რასაც ჩვენი იმუნური სისტემის გაძლიერება შეუძლია და ზოგადად პოზიტიურად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. რა არის საჭირო კორონავირუსთან საბრძოლველად? მხოლოდ კარგი იმუნური სისტემა. ამიტომ მე მჯერა, ყველა, ვინც ამ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო, ცოტათი მაინც უფრო ჯანმრთელია და უფრო მებრძოლია კორონავირუსის მიმართ“, - განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ველური ნიორი როგორც წესი იანვარში ან თებერვალში გროვდება და ჩეჩნეთში ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტად ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები