Chevron-ის მინეჯმენტის განცხადებით, კომპანია Noble Energy-ს 5 მილიარდ აშშ დოლარად ყიდულობს და ეს არის ყველაზე დიდი გარიგება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში ენერგო სექტორში დაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მართალია, Noble Energy-ს სერიოზული დავალიანება აქვს, მაგრამ Chevron-ისთვის ის მაინც მიმზიდველი აქტივია, რადგან შედარებით იაფი შენაძენია და კომპანიას, ასევე, გამოუყენებელი რეზერვები გააჩნია.
Noble Energy-ს შესყიდვის პროცედურები, სავარუდოდ, წლის ბოლოსთვის დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ნავთობისა და გაზის ინდუსტრია კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა. თვეების განმავლობაში აღნიშნულ პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირებული იყო და ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი, საშუალოდ, 35 აშშ დოლარამდე დაეცა. ამჟამად 1 ბარელი ნავთობი, დაახლოებით, 40 აშშ დოლარი ღირს.