PDC-ის აქტივების შეძენით Chevron-ი ახალ ბუნებრივ რეზერვებთან მიიღებს წვდომას, რაც კომპანიის პორტფელს დაახლოებით 1 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობით გაზრდის.
Chevron-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამჟამად კომპანიას აქვს PDC-ის შესყიდვის ფუფუნება, რაც გასული წლის რეკორდული მოგებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ამერიკულმა ენერგოგიგანტმა 35 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო.
გარდა ამისა, Chevron-ი მომდევნო წლების განმავლობაში 75 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვას გეგმავს. ასევე, ინვესტორებისთვის გაცემული დივიდენდის მოცულობა თითოეული აქციის სანაცვლოდ 1.42 დოლარიდან $1.51-მდე გაიზრდება. კომპანიის მიერ საფონდო ბირჟიდან აქციების გამოსყიდვის მიზანი აქციონერებისთვის დივიდენდური შემოსავლების გაზრდაა. ზოგადად, მსგავს სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ის პირდაპირ დადებითად აისახება მათი აქტივის ღირებულებაზე.
1879 წელს კალიფორნიაში დაფუძნებული Chevron-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, ის 43,000 თანამშრომელს ასაქმებს და აშშ-ის ბაზრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. Chevron-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 288 მილიარდ დოლარს შეადგენს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.