მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინელი ექსპერტის განცხადებით, ეპიდემია მართვადი აპრილის ბოლოდან გახდება - CNN

5e57a234505dd
ნათია თაქთაქიშვილი
27.02.20 17:02
2143
ჩინეთის რესპირატორული დაავადებების წამყვანი ექსპერტის ჟან ნანშანის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ეპიდემია მართვადი აპრილის ბოლოდან გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ჟან ნანშანმა გუშინ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა,  ვირუსის გავრცელების მასშტაბები მათ თავიდანვე ჰქონდათ ნავარუდევი.

„ჩვენ თავიდანვე ვივარაუდეთ, რომ ვირუსისთვის პიკური მომენტი იქნებოდა თებერვლის ბოლო ან თებერვლის შუა რიცხვები. დღევანდელი მონაცემებით, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალმა შემთხვევებმა მატება სწორედ 15 თებერვლიდან დაიწყო. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იქნებოდა დაახლოებით, 70, 000. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი, დაახლოებით 80,000-ია. ახლა ჩვენ ვვარუდობთ, რომ ეპიდემია მართვადი აპრილის ბოლოდან გახდება“, - განაცხადა ჟან ნანშანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კერძო კვლევით უნივერისტეტზე Johns Hopkins CSSE-ზე დაყრდნობით კორონავირუსის გავრცელების ბოლო გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს. 27 თებერვლის მონაცემებით, ჯამში, კორონავირუსის 82,168 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და გარდაცვალების 2,801 შემთხვევა დაფიქსირდა. 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 32, 897-ზე მეტი ადამიანი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები