ჩინეთმა ოფიციალურად წარადგინა ქვეყანაში წარმოებული სამოქალაქო თვითმფრინავი C919 და მას სერტიფიკატიც მიანიჭა. სახელმწიფომ კორპორაციამ თვითმფრინავის პრეზენტაცია მიმდინარე კვირაში გამართა, რითაც ის Boeing-ის და Airbus-ის კონკურენტი ოფიციალურად გახდა.
თვითმფრინავი სახელმწიფო საწარმოს ჩინეთის კომერციული თვითმფრინავების კორპორაციას - Comac-ს ეკუთვნის. C919-ის წარმოება 14 წლის წინ დაიწყო და ის 168 მგზავრზეა გათვლილი. მსოფლიო სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე შესვლით, ჩინეთი, როგორც ნომერ მეორე საავიაციო ბაზარი, შესაძლოა, თვითკმარი გახდეს.
Reuters-ი წერს, რომ ჩინეთში აწყობილი თვითმფრინავი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად დამოკიდებულია დასავლური კომპანიების მიერ წარმოებულ ნაწილებზე. ჩინეთი მოელის, რომ თვითმფრინავი ოპერირებას მომავალ წლამდე დაიწყებს. Comac-ის ინფორმაციით კი, C919-ზე უკვე 815 შეკვეთა მიიღეს. მანამ მსოფლიოს სხვადასხვა რეგულატორი თვითმფრინავის სერტიფიცირებას მოახდენს, მას მხოლოდ ქვეყნის შიგნით ფრენა შეუძლია.