მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენების მიზეზი ქორწინების გარეშე ურთიერთობა იყო - WSJ

ჩინეთი

WSJ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის ოფიციალურ პირებს უთხრეს, რომ  ქვეყნის კომუნისტური პარტიის შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩინეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ქორწინების გარეშე ურთიერთობა ჰქონდა.

ცინ განის ეს ურთიერთობა გრძელდებოდა იმ პერიოდში, როცა ის აშშ-ში ჩინეთის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, რომელიც 2021 წლის ივლისსა და 2022 წლის იანვარს მოიცავს. ჩინეთის თანამდებობის პირებს მათ შორის, მინისტრებსა და რეგიონების ხელმძღვანელებს ყოფილი მინისტრის შესახებ ინფორმაცია გასულ თვეში მიაწოდეს და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება პირადი ცხოვრებით აიხსნა. ამას გარდა, ჩინეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აცნობეს, რომ მინისტრს აშშ-ში ბავშვიც შეეძინა, თუმცა არ უთქვამთ ქალის ვინაობა, რომელთანაც ყოფილ მინისტრს ურთიერთობა ჰქონდა. 

57 წლის განი კარიერული დიპლომატია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის სი ძინპინის ნდობით აღჭურვილ პირად მიიჩნეოდა. როგორც CNN წერდა, მან საკვანძო როლი ითამაშა აშშ-ჩინეთის ურთიერთობის სტაბილიზაციასა და კომუნიკაციის აღდგენაში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტის ჩათვლით, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში შედგა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლოს საჯაროდ 25 ივნისს გამოჩნდა, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს მასპინძლობდა პეკინში, რომლის ვიზიტიც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” სამხედრო ამბოხიდან მალევე შედგა.

თავდაპირველად მსოფლიო მედიაში ცინ განის გაუჩინარების სხვადასხვა მიზეზი სახელდებოდა, სოციალურ მედიაში ასევე გავრცელდა ჭორები იმაზე, რომ მისი გაუჩინარება პირად ცხოვრებას უკავშირდება. კერძოდ, ურთიერთობას ცნობილ ტელეწამყვანთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები