ჩინეთის ყველაზე დიდ საჰაერო შოუზე C919-ის საჩვენებელი ფრენა შესრულდება. როგორც Reuters წერს, ქალაქ ზუჰაიში გამართულ შოუზე თვითმფრინავი პირველ საჩვენებელ ფრენას შეასრულებს.
C919 სახელმწიფო საწარმო "ჩინეთის კომერციული თვითმფრინავების კორპორაციას" (COMAC) ეკუთვნის, რომელმაც კონკურენცია ევროპული Airbus-ისა და ამერიკული Boeing-ის მიერ წარმოებულ თვითმფრინავებს უნდა გაუწიოს.
შოუზე სამოქალაქოსთან ერთად, სამხედრო ავიაციის მიღწევებიც იქნება წარმოდგენილი და მასში მონაწილეობას 700-ზე მეტი ბიზნესი მიიღებს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ COMAC-ის მიერ წარმოებული თვითმფრინავის პირველი მომხმარებელი China Eastern Airlines იქნება. სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე შესვლით, ჩინეთს, როგორც ნომერ მეორე საავიაციო ბაზარს, შესაძლოა, ქვეყნის შიგნით წარმოებული თვითმფრინავები ჰყავდეს.
ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო (EASA) სექტემბერში აცხადებდა, რომ Comac-თან სერტიფიცირების თემაზე წლებია მუშაობენ, თუმცა ზუსტად ვერ ამბობენ როდის დასრულდება ეს პროცესი.