ჩინეთში მთავრობის კოვიდის მართვის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი მწვავდება. როგორც BBC წერს, აქციებზე ასევე ღიად გაისმოდა კომუნისტური პარტიის ლიდერების კრიტიკაც. ათასობით ადამიანი გამოვიდა შანხაიში. პროტესტს ასევე შეუერთდნენ სტუდენტები ბეიჯინგსა და სხვა ქალაქებში.
გლობალურ ფინანსურ ჰაბში, შანხაიში ასევე ღიად ისმოდა შეძახილები სი ძინპინისა და კომუნისტური პარტიის გადადგომის შესახებ. პროტესტი მოჰყვა ჩინეთის Covid 19-ის წინააღმდეგ მიმართულ ე.წ. ნულოვანი შემთხვევის პოლიტიკას. მსგავსი პოლიტიკა მსოფლიოს სხვა მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან მხოლოდ ჩინეთს აქვს.
ჩინეთი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკა აუცილებელია საიმისოდ, რომ ადამიანები გადარჩნენ და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს. ოფიციალური პირები ასევე ამბობენ, რომ ამ პოლიტიკას, საზოგადოებრივი უკმაყოფილების და ეკონომიკაზე მისი უარყოფითი შედეგების მიუხედავად კვლავ გაატარებენ.