კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ბიუ ბიუს“ ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია „ჩირინას“ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ISO 22000 HACCP-ის პრინციპებით აქვს დანერგილი. აღნიშნული სისტემის მიხედვით „ჩირინას" სერტიფიცირება გერმანულმა სასერტიფიკაციო კომპანია TUV SUD-მა მოახდინა.
„ISO 22000 სერტიფიკატი მომხმარებლისთვის და პარტნიორებისთვის ხარისხის გარანტიაა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, უზრუნველყოფს პროდუქციის უვნებლობისთვის საჭირო ყველა პირობასა და პროცედურას წარმოების ყველა რგოლში“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
