მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფორმირებაა“ - ღარიბაშვილი

61f52a79d0993
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.22 15:58
993
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფორმირება და მისი პოტენციალის სრული რეალიზაციაა. მისი განცხადებით, ამ პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს მთავრობა კომპანია “პეისს” ამ პროექტს დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია “პეისის” 30-წლიანი წარმატებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისდგომების ყოვეწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას შეადგენს.

„კომპანია “პეისი” წარმატებით საქმიანობს უკვე 30 წელია, დღეს არის ამ კომპანიის იუბილე და ვულოცავ თითოეულ თანამშრომელს. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო კომპანიის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისდგომების ყოვეწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას შეადგენს. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში კომპანიამ ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობაც გამოიჩინა, მშენებლობის ფარგლებში შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონის მოსახლეობისთვის.

მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფორმირებაა და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ამ პროექტის დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას კომპანია “პეისს” და თითოეულ თანამშრომელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები