მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი საახალწლო ტომრების ფასი 40-60 ლარს შორის მერყეობს“ - „კერკი“

63a4432f39fd1
თინათინ ნატმელაძე
25.12.22 21:29
552
„ჩვენი საახალწლო ტომრების ფასი 40-60 ლარს შორის მერყეობს“, - ამბობს BM.GE-სთან ქართული ჩურჩხელის, ჩირებისა და ტყლაპის მწარმოებელი კომპანია „კერკის“ მარკეტინგის მენეჯერი ნინო რესულიძე. 

მისივე ინფორმაციით, საახალწლო ნაკრებში ყველა პროდუქტი ერთი კომპანიის წარმოებულია.

„ძალიან დიდი მოთხოვნაა ხურმის ჩირსა და ჩურჩხელაზე, ამიტომ საახალწლო ნაკრები გავაკეთეთ; ორი ზომის ტომარა გვაქვს - შედარებით მცირე ზომის ტომარაში 7 სახეობის პროდუქტია: სამი სახეობის ჩურჩხელა, ქლიავის ჩირი, მანდარინის ჩირი და, რა თქმა უნდა, ტყლაპები, ხოლო დიდ ტომარაში 10 სახეობის პროდუქტია. ტომრები 40-60 ლარი ღირს", - განაცხადა ნინო რესულიძემ.

მისივე თქმით, საახალწლო ტომრებში ყველა პროდუქტი ქართულია და კომპანიის მიზანია, მომხმარებელს დამოკიდებულება შეაცვლევინოს და იმპორტირებული შოკოლადების ნაცვლად, ქართული ტკბილეული შეიძინონ.

"კერკის" მარკეტინგის მენეჯერი BM.GE-თან ასევე ამბობს, რომ კომპანიისთვის ეს პირველი წელია, როდესაც საახალწლო პროდუქტი შექმნეს.

„წინა წელს საახალწლო ნაკრები არ გვქონია, რადგან მაშინ მხოლოდ სამ პროდუქტს ვაწარმოებდით, შესაბამისად, ფასის ცვლილებაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ამ ეტაპზე მომხმარებლისთვის ცალკეული პროდუქტის შეძენაზე ბევრად ბიუჯეტური იქნება ტომრის შეძენა“, - განმარტავს ნინო რესულიძე.

შეგახსენებთ, „კერკის" საწარმო 2021 წელს აჭარაში, კერძოდ, ქედის რაიონში ამოქმედდა. "კერკის" პროდუქციის ყიდვა „გუდვილში“, „ევროპროდუქტში“, „ვეიმარტსა“ და „სმარტშია“ შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები