მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენს დერეფანში სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება არ ხდება - რკინიგზის განცხადება

6347cf58a265e
ინგა მურუსიძე
13.10.22 12:39
436
საქართველოს რკინიგზა ბათუმში განთავსებულ სატვირთო ვაგონებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ მედიასაშუალება „მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცოტა ხნის "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა ბათუმში, სავაგონო დეპოში, სავარაუდოდ, ნავთობით დატვირთული ვაგონები გადაიღო, რომლებსაც "გაზპრომი" აწერია. ვიდეო და ფოტო-მასალას თავად „მთავარი“ ავრცელებს.

ინფორმაციას რკინიგზა განცხადებით ეხმაურება:

„ბათუმში განთავსებული სატვირთო ვაგონები, რომელზეც ახლა არის საუბარი, არ არის „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები.
ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში. განმარტებისთვის ,,საკუთარი“ ვაგონი ნიშნავს რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ვაგონებს სწორედ ყაზახეთი, (ასევე ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები: უზბეკეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და სხვები) იყენებს, რომელიც ტვირთს აგზავნის ევროპის მიმართულებით, საქართველო კი არის სატრანზიტო ქვეყანა.

აქვე განმარტებისთვის, საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება ჩვენს დერეფანში არ ხდება“, - ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები