საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს.
კერძოდ, როგორც რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 28 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებებს ყოველდღიურად დაემატება ახალი რეისი.
თბილისიდან დამატებითი რეისი 10:25 წუთზე გავა, ხოლო ბათუმიდან 17:15 საათზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.