საქართველოს რკინიგზამ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, პოზიტიური მაჩვენებლების შენარჩუნება განაგრძო, თუმცა შედარებით დაბალ ტემპში, - ვკითხულობთ Galt&Taggart-ის კვლევაში - "საქართველოს რკინიგზა, 2023 წლის პირველი ნახევარი". კვლევის ავტორების პროგნოზით, 2023 წლისთვის საქართველოს რკინიგზის ზრდა 4.7% იქნება.
კვლევის თანახმად, კომპანიის შემოსავალი წლიურად, 15,6%-ით გაიზარდა და 117.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემოსავლის ძირითადი გენერატორი სატვირთო გადაზიდვები, ლოგისტიკური სერვისები და მგზავრთა ტრანსპორტირება იყო. მიუხედავად აღნიშნული ზრდისა, წლის პირველ ნახევარში EBITDA, წლიურად, 19.3%-ით შემცირდა, 34.9 მილიონი აშშ დოლარამდე. კლება განაპირობა საოპერაციო ხარჯებმა, საკუთრივ - დასაქმებულთა გასამრჯელოს ზრდამ და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ. შედეგად, საანგარიშო პერიოდში EBITDA-ს მარჟამ საგრძნობი კლება განიცადა, 29.7%-მდე, მაშინ როდესაც 2022 წლის პირველ ნახევარში 42.5% იყო.
პირველ ექვს თვეში რკინიგზის ტვირთბრუნვა 2.4%-ით შემცირდა, 6.7 მილიონ ტონამდე. კლება მეტწილად უკავშირდებოდა ტრანზიტის (ძირითადად, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან) კლებას. საანგრიშო პერიოდში გადაზიდვებში სტაბილური მოცულობის შენარჩუნება თხევადი ტვირთების ხარჯზე მოხდა, სადაც ზრდა, წლიურად, 8.9% იყო, 2.4 მილიონ ტონამდე. განსხვავებით თხევადი ტვირთისგან, 7.9%-იანი ვარდნა იყო მშრალი ტვირთების გადაზიდვაში, 4.2 მილიონ აშშ ტონამდე.
კვლევის ავტორების პროგნოზით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის შემოსავალი მოზომილი იქნება და 4.7%-ს (242.3 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.
(NS)