მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ციკოლიას ქვევრი“ - ზვიად ციკოლიამ სუნამოების წარმოება დაიწყო

63887e5e7f083
ვიქტორია მღებრიშვილი
01.12.22 14:03
4478

ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ სუნამოების წარმოება დაიწყო. „ციკოლიას ქვევრი“ - ასე ერქმევა დიზაინერის ქართული ბრენდით წარმოებულ პირველ სუნამოს, რომელიც ქვევრის ფორმის ფლაკონით იქნება წარმოდგენლი. ეს სიახლე ზვიად ციკოლიამ თავის გამომწერებს Facebook-ის საშუალებით გაუზიარა. „ჩემთვის ოცნების ასრულების დღე! ქართული ბრენდით პირველად წარმოებული სუნამოს ჩამოსხმა დაიწყო. „ციკოლიას ქვევრი“ მალე საქართველოს ესტუმრება“, - წერს სამეწარმეო დიზაინერი.

ქვევრის ფორმაში ჩამოსხმული სუნამოს წარმოების დეტალების გასარკვევად BM.GE-მ კითხვებით ზვიად ციკოლიას მიმართა. დიზაინერი ამბობს, რომ „ციკოლიას ქვევრი“ 3 განსხვავებული სურნელით იქნება წარმოდგენილი, რომელიც ბევრი ცნობილი სურნელის შემქმნელმა ფრანგმა პარფიუმერმა Anotine Lie-მ შექმნა.

„თითოეული სურნელი მხოლოდ 850 ცალის რაოდენობით იწარმოება. ფასიც შესაბამისი იქნება - ნიშური სუნამოს სეგმენტის. სუნამო საფრანგეთში იწარმოება და პირველი პარტია მხოლოდ საქართველოში, ჩვენს ბუტიკში გაიყიდება“, - უთხრა BM.GE-ს ზვიდ ციკოლიამ.

სამეწარმეო დიზაინერი იმედოვნებს, რომ მსურველებს სუნამო „ციკოლიას ქვევრის“ შეძენა საახალწლოდ შეეძლებათ.



ცნობისთვის: ზვიად ციკოლიამ სუნამოს წარმოების დაწყება მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. სულ მალე კი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრმა ზვიად ციკოლიას ქვევრის ფორმის სუნამოს 4 ფერის ბოთლის დიზაინის რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები