მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცინიკურ საუბარში ვერც აგყვებით და ვერც მოგიგებთ - თამარ გაბუნია “ოცნების” დეპუტატს

6489c49660aa8
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.23 18:05
702
“ცინიკურ რიტორიკაში ბატონო ელგუჯა[გოცირიძე] მე ვერც აგყვებით და ვერც მოგიგებთ”, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია დეპუტატ ელგუჯა გოცირიძის კითხვებს, რომლებიც მას სამინისტროს რეგულირების გაფართოების კანონპროექტზე აქვს. სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება ფართოვდება. კერძოდ, მას კლინიკებში დაუგეგმავად, სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმებების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის  თანახმად, ამჟამად ამ პროცესს სასამართლოს ნებართვა ესაჭიროება, რაც პროცესის გაჭიანურებას იწვევს.

ცვლილებასთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვთ “ქართული ოცნების” დეპუტატებს. ელგუჯა გოცირიძის განცხადებით, გაურკვეველია თუ რატომ ამბობს ხელისუფლება, რომ სასამართლო მას საქმიანობაში ხელს უშლის. ამასთან, დეპუტატის შეფასებით, ამ კანონის მიღება სამედიცინო ინდუსტრიას მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს. გოცირიძის თქმით, მისი ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა მათ საკუთრებაში არსებული კლინიკის (ჩაჩავას კლინიკა) გაყიდვას ცდილობს, თუმცა კლიენტს ვეღარ პოულობს. 

მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე: ჩემი შვილი ჯანდაცვის სფეროში მუშაობს და მაჩვენა ოქმი რეგულირების სააგენტოს მიერ დაწერილი. მე არ ვიცი ამ სააგენტოში კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ, თუ არაკომპეტენტური, ამის შესახებ მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო. წავიკითხე ეს აქტი და ვიკითხე, თუ რატომ შევიდნენ, გავეცანი მოტივს და ოქმში ყველაფერზე იყო საუბარი, რაზეც იყო შემოსული ეს კომპეტენტური ორგანო. ანალოგიური წარმოდგენა დამრჩა ქალბატონი თამარის[გაბუნიას] პასუხებზე. ყველაფერზე ისაუბრეთ გარდა იმისა, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ყველაზე მეტ ადამიანს. წავიკითხოთ თქვენს მიერ დაწერილი განმარტებითი ბარათი - სასამართლოსთვის მიმართვა გარკვეულწილად აფერხებს სამუშაო პროცესს - ეს თქვენი დაწერილია. ანუ სასამართლო ხელს გიშლით მუშაობაში. თუ გაიარეთ ეს საკითხი ოპოზიციასთან? ისინი ხშირად ამბობენ, რომ სასამართლოში არის კლანური მმართველობა, თქვენ ამბობთ რომ სასამართლო ხელს გიშლით. სამინისტრო მოდის პარლამენტში და გვეუბნება, რომ სასამართლო მუშაობაში ხელს გვიშლის. მე მსგავსი პრეცედენტი არსად არ გამიგია. ეს ინიციატივა პარლამენტში 4 თუ 5 თვის წინ იყო შემოსული, ვინმემ იკითხა თუ რატომ ჩავარდა? განმარტება ვინმემ გააკეთა? ახლა რატომ უნდა იყოს იმედი, რომ რაიმე შეიცვლება ამ ნორმაში? რომ დავუბრუნდეთ განმარტებით ბარათს, რას ემსახურება ეს ცვლილება? მე ვიცი რას ემსახურება, თუმცა თქვენ გეკითხებით, რას ემსახურება ეს ცვლილება? იქნება გაიგოს ვინმემ, რას ემსახურება ეს ცვლილება. მარტივად გვითხარით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია: ცინიკურ რიტორიკაში ბატონო ელგუჯა მე ვერც აგყვებით და ვერც მოგიგებთ. ჩვენი ინტერესია პაციენტის ჯანმრთელობის დაცვა. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს ჩემი 30-წლიანი გამოცდილება და კომპეტენცია, რაც მაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ეს არის მექანიზმი წინასწარი რეგულირების შეტყობინების გარეშე ინსპექტირების განხორციელების.

ელგუჯა გოცირიძე: სასამართლო გიშლით ხელს ამაში?

თამარ გაბუნია: დროის გახანგრძლივების კუთხით ეს მექანიზმი ოპერატიული და მოქნილი არაა.

ელგუჯა გოცირიძე: რა გავლენა ექნება ამ კანონს? მე და ჩემ შვილებს გვაქვს კლინიკები. ექვსი თვის უკან დავიწყეთ ზრუნვა მათ გაყიდვაზე. უამრავი კლიენტი მყავდა. ბოლო პერიოდში კლიენტი აღარაა, აი ეს შედეგი მოჰყვება მაგ კანონს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები