მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოგიწოდებთ, ჩაატაროთ RIA" - სონღულაშვილის კომიტეტი სასამართლოს გარეშე კლინიკების შემოწმების კანონპროექტზე

6489b27f569fa
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.23 17:14
900
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს ჯანდაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. საუბარია იმ ნორმატიულ ჩანაწერზე, რომელიც რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებას აფართოვებს და მას კლინიკებში დაუგეგმავად, სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. სამინისტროს განმარტებით, ამჟამად ამ პროცესს სასამართლოს ნებართვა ესაჭიროება, რაც პროცესის გაჭიანურებას იწვევს.

ამ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან კლინიკები, მასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებსაც. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ ამ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასება, ანუ RIA მოამზადოს.

"მექანიზმი, რომელიც შემოთავაზებულია, მასზე მეორე მოსმენისას განსაკუთრებული მსჯელობაა აუცილებელი. სხვა შემთხვევაში, აქ წარმოდგენილი უმრავლესობის წევრებიდან მე გამიკვირდება ვინმემ მხარი დაუჭიროს ცვლილებებს. ეს არის დათქმები და შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს მხარდაჭერა. ამასთან, ასეთი ტიპის ცვლილებას RIA აუცილებლად უნდა ახლდეს, რათა ვიცოდეთ, რა გავლენას იქონიებს ეს რეფორმა სექტორზე, რომელიც სამწუხაროდ წარმოდგენილი არაა", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა და დასძინა, რომ კანონპროექტი საკმაოდ მძიმეა და ის მნიშვნელოვნად საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს სექტორთან.

რა იცვლება ჯანდაცვის შესახებ კანონში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები