მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: ჩინელების სახლში დარჩენა მსოფლიო ტურიზმისთვის დიდი დარტყმაა

5e39cae65871c
BM.GE
05.02.20 00:25
1060
ჩინელი ტურისტები მსოფლიო ტურიზმის ყველაზე დიდ ბაზარს წარმოადგენს. CNN-ის ცნობით, ჩინელი საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2018 წელს 150 მილიონი იყო, მაშინ როდესაც 2000 წელს, მათი რიცხვი მხოლოდ 4.5 მილიონს შეადგენდა.

ანალიტიკოსები 2020 წელს, ჩინელი საერთაშორისო ტურისტების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ, ვინაიდან ჩინეთში როგორც მოსალოდნელია, პასპორტების მფლობელთა რაოდენობა ამჟამინდელი 10%-დან 20%-მდე გაიზრდება. თუმცა, მეორე მხრივ, ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო, ჩინელი საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი მნიშვნელოვნად მცირდება. არაერთმა ქვეყანამ ჩინეთიდან გააუქმა ავიარეისები, შემცირდა ავიამიმოსვლა მსოფლიოს ათობით მიმართულებით. ჩინელი ტურისტები კი სასტუმროების ჯავშნებს აუქმებენ. ეს მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს მსოფლიო ტურიზმზე. 

ჩინელი ტურისტების ტოპ 10 დესტინაცია 2019 წელს გამგზავრების მიხედვით ასე გამოიყურება:

ჰონგ-კონგი - 49 000 000
მაკაო - 27 500 000
ტაილანდი - 10 100 000
იაპონია - 9 250 000
სამხრეთ კორეა - 6 250 000
ვიეტნამი - 4 800 000
სინგაპური - 3 600 000
მალაიზია - 3 150 000
კამბოჯა - 2 750 000
ტაივანი - 2 750 000.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ყველაზე მხარჯველები არიან. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ვიზიტორების საერთო დანახარჯები 1,7 ტრილიონ დოლარს მოიცავს, მათგან 16%-ი, ანუ 277 მილიარდი დოლარი სწორედ ჩინელ ტურისტებზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები