მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილია მინისერიალების ჩამონათვალი, რომლებსაც კინოცენტრი ₾3 მლნ-ით დააფინანსებს

645b40830b5fc
BM.GE
10.05.23 00:05
941
ეროვნულმა კინოცენტრმა გამოაქვეყნა იმ მინისერიალების ჩამონათვალი, რომლებმაც მის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს და დაფინანსება მოიპოვეს.

3 მინისერიალის გადაღებაზე საერთო ჯამში 3 მილიონი ლარი დაიხარჯება, ამასთან თითოეულ მათგანს ჰყავს თანადამფინანსებელი, ორ შემთხვევაში ეს საზოგადოებრივი მაუწყებელია, ერთ შემთხვევაში კი “კავეა პლიუსი”.

მინისერიალების ჩამონათვალი ასეთია:

•„ის ბიჭები” – პროდიუსერი: გელა ბაბლუანი – შპს ,,პროდაქშენი 13“, რეჟ./სცენ. გელა ბაბლუანი, თემურ ბაბლუანი – 1 000 000 ლარი; პროექტის მედია-მხარდამჭერი – „კავეა პლუსი“.
•„სოხუმი“ – პროდიუსერი: გიორგი ბარაბაძე – შპს ,,შვიდკაცა +“, რეჟ./სცენ. გიორგი ბარაბაძე – 994 566 ლარი; პროექტის მედია-მხარდამჭერი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი;
•„საშობაო კაკლუჭები“ – პროდიუსერი: კონსტანტინე ესაძე – შპს ,,სტუდია +1“, სცენ. აკა მორჩილაძე, კონსტანტინე ჯანდიერი, რეჟ. ლევან თუთბერიძე – 987 832.8 ლარი; პროექტის მედია-მხარდამჭერი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები