მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-ის ფონზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ოლიგარქიზაციის პრობლემა, სავარაუდოდ, გაიზრდება - გილაური

5ea0694c2817e
თელარა გელანტია
22.04.20 20:00
1336
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის აზრით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ოლიგარქიზაციის პრობლემა გაიზრდება.

ამის შესახებ გილაურმა Facebook-ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, სადაც პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ერთ საათზე მეტ ხანს პასუხობდა მოდერატორის კითხვებს.

მისი თქმით, ოლიგარქიზაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია უკრაინაში.

“აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭთა ქვეყნებში არის ოლიგარქიზაციის პრობლემა, რაც ამ ვირუსის ფონზე სავარაუდოდ, გაიზრდება ანუ მცირე და საშუალო კომპანიები სავარაუდოდ, გაკოტრდებიან, ისინი ბაზრიდან გავლენ ან/და მათ ადგილს დაიჭერენ ან მათ იყიდიან ოლიგარქიული კომპანიები, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აზრით, არის საკმაოდ ნეგატიური მოვლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამის საწინააღმდეგოდაც საჭიროა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გააქტიურება მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით კაპიტალში და ე.წ. “ფრაივით ექვითი ფონდების” დაფინანსების გაზრდა. დღეს ეს ყველაფერი კეთდება, განა არ კეთდება, მაგრამ მცირე მასშტაბით და ის პრობლემები, რაც დაგვიდგა ამ რეგიონს კორონავირუსის გამო, არანაირად არაა ადეკვატური იმ დაფინანსებასთან, რაც ჯერჯერობით მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. ეს დაფინანსება არის საგრძნობლად გასაზრდელი”, - განაცხადა გილაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები