UEFA წევრი ასოციაციების დასახმარებლად 236.5 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფრომაცია UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
შესაბამისად, თითოეული წევრი, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 4,3 მილიონ ევროს მიიღებს.
ამასთან, UEFA-მ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ასოციაციას მისცეს უფლება თავად აირჩიონ პრიორიტეტები, რათა შეამცირონ კორონავირუსის უარყოფითი გავლენა ფეხბურთზე.
„ფეხბურთი კორონავირუსის გამო უპრეცენდენტო გამოწვევის წინაშე დადგა. UEFA-ს სურს დაეხმაროს მის წევრ ასოციაციებს ამ მძიმე ჟამს და გადავწყვიტეთ, თითოეულ ასოციაციას წინასწარ მივცეთ მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილისა და მომავალი სეზონის დაფინანსება - 4,3 მილიონი ევრო. თანხის ნაწილს UEFA-ს წევრები თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენებენ, საფეხბურთო მეურნეობის აღსადგენად“ - განაცხადა UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.