UBS-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის, Credit Suisse-ის თანამშრომლების რაოდენობა განახევრდება. როგორც ცნობილია, განთავისუფლების პროცესი მომდევნო თვიდან დაიწყება და ის იქამდე გაგრძელდება, სანამ UBS Group-ს საერთო ჯამში 45,000 თანამშრომელი არ დატოვებს.
სამუშაო ძალის შემცირების მიზანი საოპერაციო ხარჯების შემცირება და კომპანიის ეფექტიანობის გაზრდაა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს შვეიცარიულ გიგანტებს შორის შერწყმის პროცესი ოფიციალურად დასრულდა, Credit Suisse-მა დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა, მისი მფლობელი კი UBS გახდა.
ამჟამად Credit Suisse-ის მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს სწორედ UBS-ის დირექტორთა საბჭო იღებს, რომლის მიზანიც კომპანიის რესტრუქტურიზაციაა.
ვრცლად შვეიცარიული ბანკების შერწყმის შესახებ წაიკითხეთ აქ: "UBS-ისა და Credit Suisse-ის შერწყმა დასრულდა – შვეიცარიაში ახალი საბანკო ტიტანი დაიბადა"