საფინანსო ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ, საერთაშორისო კრიპტობირჟა Crypto.com-მა გერმანიის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მარეგულირებლის განმარტებით, Crypto.com-ს ქვეყანაში ოპერირებისთვის აუცილებელი ლიცენზია არ ჰქონდა მიღებული და ის აქტიურად არღვევდა ფულის გათეთრების თავიდან არიდების საერთაშორისო სტანდარტებს.
საერთო ჯამში, კრიპტობირჟას გერმანიის მასშტაბით 1.3 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, რომლებიც Crypto.com-ზე მილიარდობით დოლარის აქტივებს ინახავდნენ. ცხადია, ბაზრიდან გასვლის პროცესში მომხმარებლებს ანგარიშებიდან თანხის გატანის საშუალება მიეცემათ.
აღნიშნული კრიპტობირჟა თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს, თავად ორგანიზაცია კი 2016 წელს სინგაპურშია დაფუძნებული.