მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ცხელი ამინდი მოსავალზე უარყოფითად აისახა”- როგორ რთველს ელოდებიან რაჭაში?

63207f558f6e3
ანუკა ჯოხაძე
14.09.22 10:14
703
რაჭაში რთველი ოქტომბერში უნდა დაიწყოს. რაჭველი მეღვინეები და მევენახეები ცხელი ზაფხულის ფონზე 2022 წლის რთველზე დიდ იმედებს ვერ ამყარებენ, თუმცა ამბობენ, რომ მოსავალი წელს ხარისხიანი იქნება, თუ სექტემბერში კლიმატური პირობები მათ ხელს შეუწყობს.

მეღვინეობა “ბარაკონში” მოსავალს როგორც მათ საკუთრებაში არსებული ვენახებიდან ელოდებიან, ასევე ადგილობრივი მევენახეებისგან შესყიდვასაც გეგმავენ. ჯამში კომპანია 40 ტონა ყურძნის გადამუშავებას აპირებს.

“რაჭაში რთველი კარს მოგვადგა. ძალიან ცხელი ამინდები გვქონდა, რამაც ყურძენზე უარყოფითად იმოქმედა. ვნახოთ, ამ თვეში როგორი ამინდი იქნება, იქნებ უშველოს ყურძენს.

წელს, რაჭაში საშუალო მოცულობის მოსავალს ველოდებით. ჩვენი კომპანია ალბათ 20 ტონამდე მოსავალს მიიღებთ და სავარაუდოდ ერთ ამდენს კიდევ შევისყიდით", - ამბობს მეღვინეობა “ბარაკონის” დამფუძნებელი კახა გორდეზიანი.

ცნობისთვის, ბოლო 5 წლის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, წლიდან წლამდე რაჭაში ყურძნის მოსავლის მოცულობები მზარდია, თუ არ ჩავთვლით გასულ წელს, როცა ამბროლაურის რაიონში მხოლოდ 1 800 ტონა ყურძენი მოიკრიფა. აღნიშნული მაჩვენებლი 2020 წელთან შედარებით შემცირებული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები