მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამსაქმებლების დიდი უმრავლესობა კოლეჯებთან არ თანამშრომლობს - კვლევა

63209c60b1bb5
თათია ჩაფიჩაძე
17.09.22 18:30
874
ქართველი დამსაქმებლები სამსახურის მაძიებელთა დაბალ კვალიფიკაციასა და არასაკმარის მოტივაციას დასაქმების ხელშემშლელ მიზეზებს შორის ასახელებენ, თუმცა, მათი უმეტესობა, 88% პროფესიულ სასწავლებლებთან არ თანამშრომლობს, ხოლო 31% მსგავსი პარტნიორობის უპირატესობებსაც კი ვერ ხედავს... ამასთან, დამსაქმებელთა მხოლოდ 24%-ს აქვს გამოცდილება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მხრივ, რაც უმეტესად სტუდენტების სტაჟირებასა და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებაში გამოიხატება, - ასეთია შრომის ბაზრის კვლევის რამდენიმე წინასწარი მიგნება, რომელიც ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნეს.

კვლევითი ორგანიზაციის „ეი-სი-თი“-ს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელებული კვლევა, ტურიზმისა და ველნესის სექტორებში არსებულ შრომის ბაზარს შეისწავლის.

„დამსაქმებელთა უმრავლესობა ამბობს, რომ პროფესიულ სასწავლებლებთან არ უთანამშრომლია, თუმცა იქვე დასძენს, რომ შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სამუშაო ძალის მოძიება მათთვის პრობლემას წარმოადგენს. ამ შეუსაბამობის მიზეზების გარკვევით შევძლებთ, რომ არსებული ხარვეზი გამოვასწოროთ და როგორც სამსახურის მაძიებლებს, ისე დამსაქმებლებს დავეხმაროთ.

წარმოდგენილი კვლევის შედეგად ორ რეკომენდაციას გამოვყოფდი, ერთი არის მეტი სპეციალიზაცია პროფესიულ განათლებაში, რადგანაც ისეთი ინდუსტრია როგორიც არის ტურიზმი და ველნესი მოითხოვს კონკრეტულ მიმართულების სპეციალისტებს. მეორე კი არის პროფესიული კოლეჯების მეტი დეცენტრალიზება იმისთვის, რომ ადგილებზე იყოს შესაბამისი კადრების მომზადების საშუალება“, - განაცხადა BMG-თან UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერეფორდმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები