მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლელ ინვესტორს შემოაქვს ფული და შრომითი კულტურა - ანა ნაცვლიშვილი

6287e0cbe8c1a
ალა ისპირიანი
20.05.22 23:45
1072
ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში დოვლათს ქმნიან, არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ჩინოვნიკი ან მისი ბიძაშვილი თავისი აბლანდული ტენდერებით იგებს, - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ საკუთრების უფლებაზე საუბრისას განაცხადა. მან აქცენტი ასევე გამართულ და სამართლიან სასამართლო სისტემაზე გააკეთა, რაც მათ შორის ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც ის ამბობს, ქვეყანას დასავლური ინვესტიციები სჭირდება.

„დაჩაგრული და შეურაცხყოფილი ადამიანი, რომ სასამართლოში მიდის მას სჭირდება თავი დაცულად იგრძნოს და დამატებით სასამართლომ ღირსება არ შეულახოს ვიდრე მას საქმის დაწყებას და განხილვას აღირსებს. შეძლება ადამიანი გამტყუნდეს, შეიძლება მისი ინტერესი ბოლომდე ვერ აღდგეს, მაგრამ მას უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი პრობლემა სასამართლომ სიღრმისეულად განიხილა და სამართლიანად გადაწყვიტა. ასეთი ადამიანი ძალიან ცოტა მხვდება და ამის საპირისპიროდ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც არა თუ სასამართლოსგან სამართალს ვერ იღებენ, იქიდან შეურაცხყოფილები გამოდიან. საუბარია ისეთ საქმეებზე, სადაც მეორე მხარეა ძლიერი ან ხელისუფლებაა, ან გავლენიანი სანაცნობო წრე ჰყავს. ერთი მეზობელი, რომ მეორე მეზობელს ფანჯრის გაჭრის საქმეზე ედავება, ასეთზე შეიძლება გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება სასამართლომ იმიტომ, რომ არავის ინტერესი საქმეში არ არის.

მეორე რაც მნიშვნელოვანია - მანამ საქართველო უცხოური, დასავლური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანა არ გახდება, მანამდე აქ სამუშაო ადგილების შექმნის პრობლემა დიდი ხნით და სტაბილურად ვერ გადაწყდება. დასავლელი ინვესტორი არ ჩადებს თავის ფულს ქვეყანაში, სადაც მას ეცოდინება, რომ არ არის მყარი სამართლებრივი დაცვის გარანტიები - იქნება ეს სასამართლო თუ არბიტრაჟი.

დასავლურ ინვესტიციებზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ როდესაც დასავლელი ინვესტორი შემოდის და სამუშაო ადგილებს ქმნის, მას მარტო ფული კი არ შემოაქვს, მას შრომითი კულტურა და შრომითი უფლებებიც შემოაქვს. ინვესტიციები ძალიან ბევრია ქვეყანაში, მოდის ფული, მაგრამ არ მოდის უფლებები. დასაქმებულისთვის არ მოდის სოციალური დაცვა. ძალიან ბევრ ადვოკატთან მაქვს შეხება, რომლებიც ადგილობრივ კომპანიებს იურიდიულ სერვისს უწევენ. ეს ადამიანები სხვა და სხვა მიზეზების გამო იშვიათად საუბრობენ ხოლმე, მაგრამ ჩემთან მოდის ინფორმაციები იმის შესახებ, მაგალითად ადგილობრივი ბიზნესის იურისტები რა პრობლემებს აწყდებიან სასამართლოში, როდესაც რაიმე დავას სჭირდება დროული განხილვა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები