მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავა სამხედრო ტენდერის გამო: მოსკოვი ერევანს საპროტესტო ნოტას უგზავნის

5db1572359348
მიხეილ ხაჩიძე
24.10.19 11:46
970

რუსეთი სომხეთს საპროტესტო ნოტას უგზავნის. კრემლის პროტესტი სომხეთში, იარაღის მიწოდების ტენდერში მონაწილეობაზე რუსული კომპანია ORSIS-ისთვის უარის თქმამ გამოიწვია. საპროტესტო წერილით მოსკოვი სომხეთის თავდაცვის მინისტრს ამ სიტუაციის მოგვარებოსკენ მოუწოდებს.



„სომხურმა მხარემ, სრულიად უსაფუძვლოდ შეიყვანა კომპანია არაკეთილსინდისიერი მომწოდებლების სიაში,“- აღნიშნულია დოკუმენტში. 



აღსანიშნავია, რომ როგორც სომხური მხარე იუწყება, 2019 წლის აგვისტოში რუსულ კომპანია ORSIS -ს წინააღმდეგ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის შეუსრულებლობისთვის რამდენიმე მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა. მაშინ ფირმას მომსახურების უგულებელყოფა ბრალდებოდა.



ORSIS რუსული საწარმო ტექნოლოგიების კომპანიაა. ის მცირე იარაღის, ვაზნების და სპეციალური ოპტიკის წარმოებას და მომარაგებას აწარმოებს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები